გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული საგენტო უახლოესი საათების განმავლობაში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამავე ცნობით, 3 ივნისს, უახლოესი საათების განმავლობაში 4 ივნისის ღამის ჩათვლით შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, კავკასიონის ქედის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს გორაკ -ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე დაბალი)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები