ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა. ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, განრიგი უკვე ცნობილია.

გამოცდის დღეებში აბიტურიენტებს, საქართველოს მასშტაბით, 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი ელოდება. საგამოცდო დღეებში რეგისტრაცია, ტრადიციულად დილის 8 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც, ზუსტად 9 საათზე, 23-ვე საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება.

მიმდინარე წელს გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. წელს ისინი კვლავაც, ტრადიციულად, სამ სავალდებულო საგანს, – ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხო ენასა და ზოგად უნარებს ჩააბარებენ, მეოთხე საგანს კი, მითითებული ჩამონათვალიდან, სურვილის მიხედვით ირჩევენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან, ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევისას, ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერ გადალახვის) ან ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაშიც, აბიტურიენტი შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

მსგავსი თემები