17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი – ,,ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერები დასრულდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ,,ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ჩამონათვალს აქვეყნებს:

პოლიტიკური პარტიები:

საქართველოს მწვანეთა პარტია – გია გაჩეჩილაძე
სამართლიანობისთვის – ეკა ბესელია
დროა – ელენე ხოშტარია
გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ ჯაფარიძე
ევროპელი დემოკრატები – პაატა დავითაია
კანონი და სამართალი – თაკო ჩარკვიანი
ლელო საქართველოსთვის – მამუკა ხაზარაძე
ახალი – ნიკა მელია
მოქალაქეები – ქეთევან თურაზაშვილი
ანა დოლიძე ხალხისთვის – კახაბერ დვალიშვილი
თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა – ირაკლი ჯამბურია
სტრატეგია აღმაშენებელი – პაატა მანჯგალაძე
ევროპული საქართველო – გიგა ბოკერია
რესპუბლიკური პარტია – დავით ბერძენიშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – თინა ბოკუჩავა
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – ნიკა მაჭუტაძე
ეროვნულ – დემოკრატიული პარტია – ბაჩუკი ქარდავა

დამოუკიდებელი დეპუტატები:

ნატო ჩხეიძე
როსტომ ჩხეიძე
თამარ კორძაია
ხატია დეკანოიძე
არმაზ ახვლედიანი

შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ქარტია” პრეზიდენტმა საზოგადოებას 26 მაისს გააცნო. ქვეყანაში შექმნილი კრიზისის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს განსხვავებული ერთობის მოდელს სთავაზობს.

დოკუმენტზე ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, არჩევნების შემდეგ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, გაატარონ ევროინტეგრაციისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმა, გააუქმონ რუსული კანონები, რის შემდეგაც ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს დააბრუნებენ და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.

მსგავსი თემები