„აქამდე საზოგადოებას ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, საით მიდიოდა ხელისუფლება“ – იაგო ხვიჩია

„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ კანონმა რაღაცნაირად მაღვიძარას ეფექტი შეასრულა და ეს პოზიტიურად უნდა გამოვიყენოთ“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, ამ კანონს დიდი ხანი არ უწერია.

„ამ კანონს მოქმედების დიდი ხანი არ უწერია. აქედან გამომდინარე, ვერ მოასწრებს იმ საზიანო შედეგების მოტანას, რაც შეუძლია რომ მოიტანოს. ასეთი შედეგები ყველანაირი შეიძლება იყოს. ახალს არაფერს დავამატებ. იმედი მაქვს, რომ შემოდგომაზე დავასრულებთ ერთპიროვნულ მმართველობას და ამ კანონის მოქმედებასაც ამასთან ერთად. სანამ გაუქმდება კანონი, მანამდე შეიძლება შედეგიც კი მოუტანოს ქვეყანას. გამოფხიზლების უებარი წამალი გამოდგა ეს ქვეყნისთვის. აქამდე საზოგადოებას ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, საით მიდიოდა მათი ხელისუფლება. ამ კანონმა რაღაცნაირად მაღვიძარას ეფექტი შეასრულა და ეს პოზიტიურად უნდა გამოვიყენოთ”, – განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები