მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი საშინელი ფაქტის შემდეგ, ბავშვის ოჯახმა მოძალადეების სახლი გადაწვა. საუბარია 8 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე, რომლისთვისაც მამა-შვილი დააკავეს.
სოფლის მოსახლეობამ, მოძალადე ოჯახის სახლს ცეცხლი წაუკიდა და მათ გასახლებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
ადგილობრივები დაკავებული მამა-შვილის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.