„კოვიდ 19“ -ით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ დედაქალაქშია. მთლიანობაში კი, ამ ეტაპისთვის, მძიმე პაციენტების რაოდენობა 681-ს შეადგენს.
დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 065 საიდანაც: 3 147 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 774, აჭარაში – 282, იმერეთში – 399. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 681 პირი, მათ შორის, თბილისში – 303, აჭარაში – 76, იმერეთში -147.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 14, იმერეთში – 13. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 343 – თბილისში, 236- აჭარაში. 6 308 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 47, ხოლო აჭარაში – 0.
სულ 6 ოქტომბრიდან – 11 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 843 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 749 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5 768, პირი, აჭარაში – 1 685, იმერეთში – 1 054.