სამდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე რიონში დაკარგული გოგონას საძიებო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა.საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში 4 აგვისტოს, ღამით შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა ყველა შესაბამისი სამსახური და დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მსგავსი თემები
-
თუ სანქციებს არ დავაწესებთ ამ საშინელი კანონისა და თბილისის ქუჩებში ძალადობის გამო, ცუდი შედეგები მოჰყვება – კელი
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართელოში, იან კელი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა უკვე დიდი ხანია არა პარტნიორივით, არამედ... -
,,ქართველები თავისუფლებისმოყვარე ხალხია და ჩემი სრული სოლიდარობა მათ” – ლექსმანი
,,ქართველები თავისუფლებისმოყვარე ხალხია და ჩემი სრული სოლიდარობა მათ”, – წერს X-ზე ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი. ,,ქართველ ხალხს... -
,,ივანიშვილმა ღიად დაადანაშაულა დასავლეთი ქართველების საზარბაზნე ხორცად გადაქცევაში” – კანდელაკი ოლიგარქს აქებს
პუტინის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი, ბიძინა ივანიშვილს ანტიდასავლური განცხადების გაკეთების გამო აქებს და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს...