“იანვარ-მაისში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 16.2 პროცენტით შემცირდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 235.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტით შემცირდა და 894.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, მიმდინარე წლის ხუთ თვეში, ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 162.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 141.9 მლნ. აშშ დოლარითა და ბულგარეთი – 136.6 მლნ. აშშ დოლარით.

ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს – 258.1 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები – 108.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 73.0 მლნ. აშშ დოლარით.

მსგავსი თემები