„ჩუგოშვილისგან არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ჩემთვის დაერეკა და გაჩუმება ეთხოვა“ – ნაზი ჯანეზაშვილი თამარ ჩუგოშვილზე

„თამარ ჩუგოშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც მირეკავდა და არამოსამართლე წევრმა ნაზი გაჩუმებას მთხოვდა“ – ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯანეზაშვილმა პასუხი გასცა დამოუკიდებელ დეპუტატს, თამარ ჩუგოშვილს, რომელმაც უარყო ჯანეზაშვილთან რაიმე სახის კომუნიკაცია.

„ჩუგოშვილის მხრიდან, რომელმაც მხარი დაუჭირა გახარიას და მის მთავრობას 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მისგან ტელეფონის აღება და გაჩუმების თხოვნა აღარ უნდა იყოს გასაკვირი. წელიწად ნახევრის წინ, სწორედ ჩემი აქტიურობის გამო, მან გადაწყვიტა ჩემთან დაკავშირება. ბუნებრივია, ჩემთვის არ ყოფილა მისაღები, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი წევრი დამიკავშირდა და გაჩუმება მომთხოვა. რა თქმა უნდა, მისი რჩევები არ გამითვალისწინებია და ამას ჩემი საქმიანობა მოწმობს,“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ჯანეზაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სატელეფონო ზარის შემდეგ, როდესაც თამარ ჩუგოშვილმა გაჩუმების მოთხოვნაზე უარი მიიღო, გაწყვიტა ყველანაირი კავშირი და მას შემდეგ მათ შორის არანაირ კომუნიკაციას ადგილი აღარ ქონია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ობიექტურობისთვის ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ თამარ ჩუგოშვილის გარდა ხელისუფლებისგან სხვას არავის ქონია მასთან მოთხოვნები და შესაბამისად, სხვა არავინ დაკავშირებია.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები