თეთრიწყაროში „კოვიდ-19“-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ცნობილია, რომ მათგან ერთი ინფიცირებული ე.წ. ექიმთა კლასტერიდანაა.
რაც შეეხება მეორე პაციენტს, ამ შემთხვევაში ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.
„დადასტურდა კიდევ ორი ადგილობრივი მცხოვრებლის კორონავირისით დაინფიცირების ფაქტი“,- განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის ლაბორატორიულად ახალი კორონავირუსის 511 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 156 გამოჯანმრთელდა.