ევროპის შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატები გახდეს. როგორც „როიტერი“ იტყობინება, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები ძალიან სწრაფად იმატებს.
„ჩვენ ჯერ ვერ ვიტყვით დაზუსტებით, თუმცა ამის პოტენციალი არის“, – აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში გამოვლენილია კორონავირუსის 46 ათასზე მეტი შემთხვევა, აქედან 21 ათასზე მეტი ინფიცირება ნიუ იორკის შტატში ფიქსირდება. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილია 593 ადამიანი.