საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ბორჯომში, პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მისი დაკითხვა ბაკურიანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
ფაქტი დღეს მოდა, როცა დეპუტატი ერთ-ერთ სასტუმროში ოჯახთან ერთად ვახშმობდა. მისთვის უცნობმა პირმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, პირი, რომელმაც დეპუტატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია. ის, წარსულში ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა.