დაახლოებით, სამი საათია, რაც სარფის საბაჟო გადაკეტილია და ტრანსპორტით გადაადგილება შეფერხებულია.
მძღოლები აცხადებენ, რომ საბაჟოზე არ ატარებენ და მათთან შეფერხების მიზეზად თურქეთის მხარეს არსებულ პრობლემას ასახელებენ.
ამასთან, შსს-ს ცნობით, შეფერხება სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან შეიქმნა, კერძოდ, ადგილი აქვს ტექნიკურ შეფერხებას.
ამ დროისთვის ბათუმი-სარფის სატრანსპორტო მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.