„მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილმა სწრაფად დატოვოს საპატიმრო“ – ეკა ხერხეულიძე

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალი უკვე დატოვა.  როგორც  მან ჟურნალისტებს განუცხადა,  მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილმა სწრაფად უნდა დატოვოს საპატიმრო.

„ვემხრობი მის ფიზიკურ გადარჩენას. ხშირად ვნახულობ მას და ვიცი, როგორც არის. ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილმა დროზე დატოვოს საპატიმრო და წავიდეს სამკურნალოდ. როგორ მოხდება ეს და რომელი დეტალი იქნება დომინანტი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ადამიანი დაუბრუნდეს სრულფასოვან ცხოვრებას და მერე გაგრძელდება პოლიტიკური ცხოვრება“, – განაცხადა ხერხეულიძემ მედიასთან.

მისივე შეფასებით, სახეზეა წამება და არაადამიანური მოპყრობა.

„ის, რაც ჩემი თვალით ვნახე, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ჩემგან არსად წავა,  მთელი ცხოვრება გამყვება ეს მძიმე შთაბეჭდილება. ახლა ჯერი ექიმებზეა, მათ პრინციპულობა და მათ სამართლიანობაზე“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

მსგავსი თემები