რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით,შარტავას გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა.
დაშავებული ახალგაზრდები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.