კრემლში მიღება იმართება. 9 მაისთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინი რამდენიმე მეგობარი ქვეყნის ლიდერს ელოდება. მართალია, უსაფრთხოების გამო მოსკოვმა დიდი ღონისძიებები გააუქმა, თუმცა, ხვალ, 9 მაისს მცირე მასშტაბით აღნიშნავენ.
ოკუპანტი ქვეყნის სტუმრები არიან ალექსანდრე ლუკაშენკო, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის და სომხეთის ლიდერები. ისინი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩადიან და გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.