,,ქართული ოპოზიცია ცდილობს დაამხოს ახლანდელი ხელისუფლება და გახსნას “მეორე ფრონტი”. როგორც იცით, ახლანდელი ქართული ხელისუფლება ამის წინააღმდეგია,”- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.
ბჟანიას თქმით, აფხაზეთში ახლა ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარებს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად.
,,საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია ძალიან კომპლექსურია. რუსეთი იძულებულია ჩაატაროს სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ჩვენს მეგობარს ეწინააღმდეგება 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის არის თითქმის მთელი ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები. ამ ფონზე, იგივე ძალებს სურთ საქართველოს ხელისუფლების დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზნით, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში ფართომასშტაბიანი აქციები მზადდება. დღეს სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე 2008 წელს. ამ პირობებში, ჩვენ გვჭირდება მუდმივად გავაძლიეროთ ყოვლისმომცველი, მრავალმხრივი თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან და მის რეგიონებთან”, – განაცხადა ბჟანიამ.