გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შსს-ში მოწმეები დაკითხვაზე დაიბარეს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შსს-ში მოწმეების დაკითხვა განახლდა. სამინისტროში ყველას იბარებენ, ვისაც საბედისწერო დაბადების დღესთან კავშირი ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში  გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, იუბილარი ანა გაბეჩავა და ერთ-ერთი არასრულწლოვანი იმყოფებიან.

თავად ანა გაბეჩავა მედიასთან არ კონტაქტობს. მისი ადვოკატს განცხადებით კი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ყველაფერი ნათქვამი აქვს, რაც იცის.

,,გამოძიებიდან გამომდინარე დაბარებული ვართ დამატებით გამოკითხვაზე. ამჯერად რა კითხვები ექნებათ, მაშინ გავიგებთ, როცა ამ კითხვებს დაგვისვამენ.  გამოძიებას ახალი ინფორმაციას ვერ მივაწვდით“ – განაცხადა ადვოკატმა მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე მოხდა ჩხუბი, რომელიც შემდეგ სხვაგან გაგრძელდა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებით დასრულდა.

მსგავსი თემები