,,მგონი, მართლა შემოგზავნილია”- ბაჩო დოლიძე მერაბიშვილზე

„მე მგონი, მართლა შემოგზავნილია, ისეთ განცხადებებს აკეთებს,”- ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძიძე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებებს.

მისი თქმით, მერაბიშვილის ტყუილებს ამბობს და დესტრუქციის მეტი არაფერი არ მოაქვს საერთო საქმეში.

„მე მგონი, მართლა შემოგზავნილია, ისეთ განცხადებებს აკეთებს. გუშინ რაც თქვა იმასთან დაკავშირებით, თურმე პარტია ხმას არ იღებდა უკრაინაში არსებულ ტრაგედიაზე, არაფერში აღარ ჯდება. რას ნიშნავს? რამდენჯერ ვიყავით ჩასული, განცხადებებს რომ თავი დავანებოთ, როგორ არ რცხვენია, ასეთ ტყუილებს რომ იძახის. ან ახალ მენეჯმენტს მივმართავ, თვითონ ისაუბრონ, მე კარგი, მხარე ვარ, გავიგე, ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს მერაბიშვილთან მიმართებაში, თვითონ ისაუბრონ. იმდენად დამაზიანებელია საერთო საქმეში, იმდენად დაუფიქრებელ, თუ შეგნებულად, ასეთ ნაფიქრ ტყუილებს იძახის, ზოგადად ძალიან ცუდი როლი აქვს ამ პროცესებში“, – განუცხადა ბაჩო დოლიძემ „ტვ პირველს“.

მსგავსი თემები