კიევის „სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა“ უკრაინელები გამოკითხა. კვლევა უკრაინის მხრიდან რუსეთზე შესაძლო დარტყმას ეხებოდა. გამოკითხულთა 90% თვლის, რომ რუსეთი იმსახურებს დარტყმას.
რაც შეეხება დარტყმის ფორმებს, გამოკითხულთა 38%-ს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე უნდა განხორციელდეს; 39% თვლის, რომ სამხედრო ობიექტებთან ერთად, დარტყმა შესაძლებელია ენერგეტიკულ ობიექტებზეც; 13% ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთის ერთიანად უნდა შეუტიოს, ანალოგიურად, რასაც ოკუპანტი ქვეყანა უკრაინაში აკეთებს; 7% ფიქრობს, რომ თავდასხმა არ უნდა მოხდეს, 3%-ს კი არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.