დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა კრემატორსკი დაბომბეს. მისი თქმით, მტერმა იერიში ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანა.
“კრამატორსკი ისევ შეაზანზარა აფეთქებებმა – რუსებმა კიდევ ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ისევ – ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსებზე. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. დამატებითი დეტალები მოგვიანებით”,- წერს კირილენკო.