NDI 2022 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგად, საქართველოში ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავაც სტაბილურად მაღალია.
შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, 73% პასუხობს – მისაღებია, 14%- მიუღებელია, 11% – არ ვიცი.
აგვისტოს თვეში, იმავე შეკითხვაზე 69% პასუხობდა, რომ საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი მისაღებია, 16%-თვის ეს მიზანი მიუღებელი იყო, 14%-ს შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.
რაც შეეხება ევროკავშირის მხარდაჭერას, მონაცემები გაზრდილია.
შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 81% -სთვის მისაღებია, 9%-თვის მიუღებელი, არ ვიცი – პასუხობს 9%. წინა კვლევის მაჩვენებლები ასე გამოიყურებოდა: 75%- მისაღებია, 14%-მიუღებელია, 10%-არ ვიცი პასუხი.
კვლევის ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.