საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კეტრინ კოლონა უკრაინაში, ქალაქ ოდესაში ჩავიდა, სადაც  უკრაინელ კოლეგას შეხვდა.

“ოდესაში! უკრაინის სუვერენიტეტისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის აღსანიშნავად დღეს, როგორც არასდროს”, – წერს მინისტრი ტვიტერზე.

დმიტრო კულებამ კოლეგას მამაცობისთვის და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინა-საფრანგეთის პარტნიორობა გადამწყვეტი რჩება რუსული აგრესიის დაძლევასა და მშვიდობის აღდგენაში.

მსგავსი თემები