,,ადამ კინზინგერმა თავი დაგვანებოს – წერილებს უწერენ და ეუბნებიან, რა უნდა თქვას”- გურამ მაჭარაშვილი

,,ადამ კინზინგერმა  ისიც კი არ იცის, საქართველოში რუსეთის ელჩი არის თუ არა,– ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას. მისი თქმით, კინზინგერს წერილებს უწერენ და ეუბნებიან, რა უნდა თქვას.

„იქნებ, ადამ კინზინგერმა თავი დაგვანებოს. არანაირად არ მიკვირს, რომ კინზინგერმა არ იცოდეს, რუსეთს საქართველოში ელჩი არ ჰყავს. ეს იმიტომ არ მიკვირს, რომ მას წერილებს უწერენ და ეუბნებიან, რა უნდა თქვას. როგორც ჩანს, მატერიალური თვალსაზრისით სხვადასხვა ვალდებულება აქვს არა მხოლოდ კინზინგერს, არამედ, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს, ვინც ასეთ არასწორ და არასამართლიან განცხადებას აკეთებს. როცა ყოფილი კონგრესმენი საქმის კურსში არ არის, რომ რუსეთის ელჩი საქართველოში არ ზის, ხომ ადვილი წარმოსადგენია, როგორ წერილებს წერს და რა წარმოდგენა შეიძლება ჰქონდეს ქართულ საზოგადოებაზე. საქართველო სად მდებარეობს და ქართულ საზოგადოებას რა მენტალობა აქვს, ეს მაინც უნდა იცოდე და ამის შემდეგ აკეთო განცხადებები. ადამ კინზინგერი არ არის ის ადამიანი, ვისაც უნდა ვუპასუხო, რადგან ისიც კი არ იცის, საქართველოში რუსეთის ელჩი არის თუ არა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

https://mcm.ge/175312/

მსგავსი თემები