რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე.
პუტინს აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დახვდა.
სამიტში სომხეთისა და რუსეთის ლიდერების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი.