როდესაც ოჯახები სადღესასწაულო სადილებს ამზადებენ, იფიქრეთ უკრაინაზე, რომელიც ახლა ბოროტებას ებრძვის – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება.
მისი თქმით, უკრაინას გამარჯვებისთვის აქტიური და გრძელვადიანი მხარდაჭერა სჭირდება.
“შობის წინა დღეს რუსეთის ტერორისტულ თავდასხმას ხერსონზე მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. როდესაც ოჯახები ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვაგან, ამზადებენ სადღესასწაულო სადილს, იფიქრეთ უკრაინაზე, რომელიც ახლა ებრძვის ბოროტებას.
ჩვენ გვჭირდება თქვენი აქტიური და გრძელვადიანი მხარდაჭერა გამარჯვებისთვის” – წერს კულება