მოსკოვის რეგიონში “ტექნოპარკის” საწყობს ხანძარი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, უსპენსკის ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე ხანძრის ფართობმა 2 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა.
წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
“იყო საწყობის მშენებლობა, შიდა სამუშაოები, საწყობში არაფერი იყო. მსხვერპლი არ არის”, – განაცხადა აგროკომპლექს ნოგინსკის გენერალურმა დირექტორმა.