,,ჩვენი არსებობა რუსებს აღიზიანებთ”- დმიტრო კულება

,,ჩვენ განსხვავებულები ვართ. ჩვენი არსებობა კი მათ აღიზიანებთ,”- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბერლინში “საერთაშორისო უფლება გენოციდის წინააღმდეგ” გამართულ კონფერენციაზე  გამოსვლისას განაცხადა.

,,გენოციდის წაქეზებაც კი დანაშაულია, ისევე როგორც ბავშვების გატაცება და დეპორტაცია რუსებად აღზრდისთვის, სწორედ ამას აკეთებს რუსეთი უკრაინაში… როცა უკრაინელ ბავშვებს რუსეთში აშვილებენ, ეს იმისთვის კეთდება, რომ დაივიწყონ თავიანთი ვინაობა და რუს ბავშვებად გაიზარდონ. ამას არავინ მალავს. ეს არის სისტემური ფენომენი, რომელსაც მთელი რუსული სახელმწიფო ახორციელებს… რატომ სურს ერთ ერს მეორის განადგურება? იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. ჩვენი არსებობა კი მათ აღიზიანებთ,”- განაცხადა უკლებამ.

მსგავსი თემები