,,პუტინმა დაბადების დღეზე 20 ბოთლი არაყი გამომიგზავნა, მე კი მას რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკო გავუგზავნე”- ბერლუსკონი

იტალიური საინფორმაციო სააგენტო LaPresse-მა ავრცელებს აუდიო მასალას, სადაც იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ  რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის აღადგინა.

როგორც აუდიოჩანაწერიდან ირკვევა,  პუტინმა ბერლუსკონს დაბადების დღეზე  20 ბოთლი არაყი და “ძალიან ტკბილი წერილი” გაუგზავნა. იტალიის ყოვილი პრემიერი რუსეთის პრეზიდენტს ”ნამდვილ მეგობრად” მოიხსენიებს.

„მე მას რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკო  და თანაბრად ტკბილი წერილი გავუგზავნე“, – აცხადებს ბერლუსკონი აუდიო ჩანაწერში.

მსგავსი თემები