უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მიკოლაივის ოლქი დაბომბეს. დაბომბვა „სმერჩის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან განხორციელდა.
შედეგად, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, დანგრეულია სახანძროს შენობა და არიან დაშავებულებიც.