ეგვიპტეში, ქალაქ გიზაში ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 30 ადამიანზე მეტი. არიან დაშავებულებიც.
ტაძარში ხანძარი მაშინ გაჩნდა, როცა იქ 5 000-მდე მლოცველი იმყოფებოდა. ხანძრის შემდეგ მლოცველები გაიქცნენ, რასაც ჭყლეტვაც მოჰყვა.