ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში ადიივკას შემოგარენი დაბომბეს, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს.
მისი განცხადებით, რუსეთის საჰაერო ძალებმა დილით დარტყმა მიაყენეს ავდიივკას, კერძოდ, ქალაქის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ სახლს. პავლო კირილენკოს ცნობით, სულ დაზიანებულია 8 სახლი.