Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 8 854 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 148 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 425 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.67%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 651 470.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.99% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.73%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 425 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 434.