კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. სხვაობა 10%-ია.
ეგზიტპოლების მიხედვით, მეორე ტურში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 55%-იანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 45%.
როგორც „ედისონ რისერჩის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის 17:00 საათის მაჩვენებელი.
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან კი მხარდამჭერები იკრიბებიან და გამარჯვებას აღნიშნავენ.