მესტიის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა

მესტიის მუნიციპალიტეტს, რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ, პრობლემები შეუქმნა.

მუჟალსა და ჟაბეში მეწყერი ჩამოწვა და რვა ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

სტიქიამ საგზაო ინფრასტრუქტურაც დააზიანა. მათ შორის, შიდა სასოფლო გზები და ნაპირდამცავი გაბიონები, დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიც.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ადგილზე საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს, მუშაობს სპეცტექნიკა.

მსგავსი თემები