უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დონბასში გვიან ღამით ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოპერატიულ-ტაქტიკურ ჯგუფ „აღმოსავლეთის“ პასუხისმგებლობის არეალში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებს ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გაიხსნეს.

„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 128-ე ცალკეული სამთო თავდასხმის ბრიგადის მებრძოლი, უფროსი ჯარისკაცი დავით შარტავა დაიღუპა,“ – წერს უკრაინული მედია.

მსგავსი თემები