უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, უქმე დღეები კერძო და საჯარო სექტორს თანაბრად ეხება.
„უქმე დღეები ნიშნავს, რომ ის არის ყველასთვის, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორისთვის. რაც შეეხება თარიღებს როგორც მოგეხსენებათ, მანამდე დღესასწაულებია, შემდგომ შაბათ-კვირა უწევს, შემდგომ ისევ დღესასწაულია 12 მაისი, შესაბამისად, ეს დღეთა რაოდენობა იქნა ამის მიხედვით განსაზღვრული“, – განაცხადა ღიბრაძემ.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო, 4 -11 მაისი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უქმედ გამოცხადდა.