დილიდან, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერიც. კახა კალაძის განცხადებით, 9 აპრილი ეროვნული ერთობის სიმბოლოა:
“9 აპრილი არის დღე, რომელიც ტრაგიკულად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ეროვნული ერთობის სიმბოლოდ იქცა. 9 აპრილი არის დღე, როდესაც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ამ ყველაფრისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს,” – განაცხადა კახა კალაძემ.