ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი სესიაზე დასასწრებად უკვე მივიდნენ

“მოქალაქეები” პარლამენტში მივიდნენ. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საკანონმდებლო ორგანოში პირველი სამუშაო დღის ფარგლებში სესიის პირველ სხდომას დაესწრებიან.

პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება “მოქალაქეებმა” რამდენიმე დღის წინ მიიღეს. “ქართულ ოცნებასთან” გაფორმდა მემორანდუმიც, სადაც პარტიები ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე თანხმდებიან.

მსგავსი თემები