“მონა” – ამ შეძახილის ფონზე დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შედიან

პარლამენტის შენობის შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია. დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სამოქალაქო აქტივისტების შეძახილის „მონას” ფონზე უწევთ.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი პერმანენტულად გაგრძელდება.

„სხვადასხვა ქალაქში ახალ წლამდე გაჩნდება საპროტესტო კერები და აქციები გაიმართება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. ვითხოვთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც სასჯელს უსამართლოდ იხდიან. დღეს ამ შენობაში „ცეკა”-ს სხდომა იმართება, სწორედ ამას ვაპროტესტებთ“, – განაცხადა ხუსკივაძემ.

მსგავსი თემები