„თუ გრიპი და „კორონავირუსი“ დაემთხვა, ჯანდაცვის სისტემას ძალიან გაუჭირდება“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავართან“

„გრიპის ვირუსი ოქტომბრიდან იწყება.  ბევრი ამბობს, რომ „კორონას“ მეორე ტალღასაც ოქტომბრიდან ველოდებით და ეს რეალურად არავითარ გათვლებს არ ეფუძნება“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

ინფექციონისტის განცხადებითვე, არ იციან „კორონავირუსის“ მეორე ტალღა როდის იქნება და ან საერთოდ იქნება თუ არა, თუმცა, „კორონავირუსი“ და გრიპის ვირუსი თუ დაემთხვა, ჯანდაცვის სისტემას გაუჭირდება.

„სეზონური გრიპი გარდაუვალია. შუძლებელია, რომ იყოს ისეთი წელი როცა არ იქნება გრიპი. ის ყოველ წელს გვაქვს და ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაახლოებით ოქტომბრის ბოლოდან, როგორც წესი გრიპის სეზონი იწყება ხოლმე. ბევრი ამბობს იმას, რომ “კორონას” მეორე ტალღასაც ოქტომბრიდან ველოდებით და ეს რეალურად არავითარ გათვლებს არ ეფუძნება, ესაც ერთ-ერთ ვარაუდია, იმიტომ, რომ „კორონავირუსთან“ დაკავშირებით პროგნოზები, როგორც ვხედავთ, მაინც და მაინც არ მართლდება. გაუთვალისწინებელია ეს ტენდენციები. ამიტომ, არ ვიცით როდის იქნება მეორე ტალღა, ან საერთო იქნება თუ არა“ – განუცხადა ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავარს.

მისივე თქმით, ორი ვირუსის დამთხვევა სისტემას დაარტყამს.

„თუ ისე მოხდა, რომ გრიპის სეზონი და კორონას ხელახალი აფეთქება ერთმანეთს დაემთხვევა, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდება ჯანდაცვის სისტემას და როგორც კი დაიწყება ვაქცინაცია გრიპზე, ჩვენმა მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.  

მისივე თქმით, გრიპის ვაქცინა არავითარ შემთხვევაში არ შველის კორონავირუსს.

“ რა თქმა უნდა, განვმარტავ, რომ გრიპის ვაქცინა არავითარ შემთხვევაში არ შველის “კორონას”, მაგრამ გრიპისგან მაინც დავიცვათ თავი, რომ არ მოხდეს ზედდება ამ ორი პრობლემის ერთმანეთზე“, – განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები