საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა 19 ივნისიდან დაიწყება

19 ივნისიდან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა დაიწყება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პირობას შეასრულებს და ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

მათი თქმით, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში, ყველა ის რეკომენდაციაა დაცული, რაც ეუთო/ოდირმა საქართველოს მისცა.

ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით, 8 მარტს შეთანხმდნენ, თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

მსგავსი თემები