ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთს რუსი ტურისტების მასპინძლობისთვის აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთს რუსი ტურისტების მასპინძლობის გამო გააკრიტიკა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბერძნულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის განცხადებით, თურქეთი ფულს შოულობს იმ დროს, როდესაც უკრაინელები სისხლს ღვრიან რუსეთთან მიმდინარე ომში. მან აღნიშნა, რომ თუ თურქეთსა და უკრაინას სურთ მეგობრული ურთიერთობა, არსებული ვითარება უნდა შეიცვალოს.

„ერთი მხრივ, თურქეთი მოქმედებს როგორც შუამავალი და უკრაინას მნიშვნელოვანი ნაბიჯებით უჭერს მხარს, მეორე მხრივ, ჩვენ  ვხედავთ რამდენიმე ტურისტული მარშრუტის მომზადებას. თუ ჩვენ გვსურს, გვქონდეს მეგობრული ურთიერთობები, უნდა ვთქვა, რომ ეს შეუძლებელი იქნება. ასე ვერ გავუმკლავდებით, ეს ორმაგი სტანდარტია. ეს არ არის სამართლიანი. ამიტომაც ვაქცევ ყურადღებას თურქეთის ასეთ შესაძლებლობებს, მივიჩნევ, რომ ასე არ უნდა იყოს, რადგან უნდა გაკეთდეს არჩევანი – ან მხარი დაუჭირო სიმართლეს, ან არა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები