“შეიძლება, იქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, ოღონდ პატარა” – პაატა იმნაძე ახალ შემთხვევებზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორონავირუსისი მეორე ტალღა დაიწყო, აცხადებს, მისივე მოსაზრებით, ახალი შემთხვევები, როცა ინფიცირების წყარო ვერ დგინდება, ვირუსის მეორე ტალღაზე მიუთითებს.

“ხუთი ახალი შემთხვევაა, ხუთივე თბილისში. სამწუხაროდ, ამ ხუთიდან ოთხის წყარო ნამდვილად ვერ დგინდება ჯერ. კვლევა მიმდინარეობს. უამრავი კონტაქტი გამოვლენილია, ზოგი კარანტინშია, ზოგი თვითიზოლაციაში. ერთის შემთხვევაში, ალბათ, გავალთ წყაროზე… პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, ოღონდ, პატარა მეორე ტალღა, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ იმედი გვაქვს, რომ ამასაც გავაჩერებთ”, – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები