დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია ისევ ძილის მდგომარეობაში იმყოფება და მას 2 კვირა არ გააღვიძებენ. თურქეთში მეუღლის სანახავად იმყოფებოდა მისი მეუღლე ანა ჯაბაური, რომელმაც „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, რომ ოდნავ, დადებითი დინამიკა შეინიშნება.
„მე ვიყავი ცოტნესთან ჩასული. ისევ ისეთი მდგომარეობაა, ჯერჯერობით, სტაბილურია. იმყოფება ნარკოზის ქვეშ და ფიქრობენ, რომ 1-2 კვირა უმჯობესია, არ გააღვიძონ. ასე სჭირდება ამ ეტაპზე მის ჯანმრთელობას. ჯერჯერობით, დაცვითი ნარკოზის ქვეშაა. ოდნავი დადებითი დინამიკა შეინიშნება. მე გუშინ ჩამოვედი. კლინიკაში მასთან ერთად რჩება ქალბატონი მანანა. ვაპირებ, კიდევ ჩავიდე. ამ ეტაპზე, რადგან 2 კვირა არ გააღვიძებენ, მერე ისევ ჩავფრინდები. ორგანიზმს რაც სჭირდება, ყველაფერს პრეპარატების საშუალებით ღებულობს. ძალიან კარგ კლინიკაში იმყოფება, პალატაც ვნახე, ცოტნეც ვნახე, აპარატურაც, დანიშნული მკურნალობაც და ძალიან კარგ პირობებშია“ – განუცხადა ანა ჯაბაურმა „მედიაცენტრ მთავარს“.