„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში მარტო არ იმყოფება და მასთან კლინიკაში დედა, მანანა გამსახურდია იმყოფება.
აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ ცოტნე გამსახურდიას უფროსმა ძმამ, კონსტანტინე გამსახურდიამ დაუდასტურა.
„ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სიახლე არაფერია. მას თბილისიდან დედა გაჰყვა და კლინიკაში თავზე ადგას. ქალბატონი მანანა მასთან ერთადაა. დედა მასთან ერთად თავიდანვე გაფრინდა. ცოტნე ისევ იმ მდგომარეობაშია, როგორც იყო, მართვით სუნთქვაზე“ – განუცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავარს“.