2020 წლიდან კიბოს სკრინინგის სერვისის მიწოდება ყველა იმ დაწესებულებას შეუძლია, რომელიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილების შედეგად, პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იზრდება.
„კიბოს სკრინინგი ძალიან დიდი ხანია, ქვეყანაში ვრცელდება, მაგრამ მაჩვენებელი, თუ რამდენად ბევრ ადამიანს მოიცავს ის, არის საკმაოდ დაბალი. არ აღწევს იმ მაჩვენებელს, რომელიც სასურველია. პროგრამა ხდება ვაუჩერული და სერვისის მიწოდება შეეძლება ნებისმიერ დაწესებულებას, რომელიც დაინტერესდება, შეასრულებს პროგრამით ნაკისრ ვალდებულებებს და ამ მექანიზმით, მივაღწევთ მაქსიმალურად გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. ვიმედოვნებ, რომ ეს გაზრდის მომსახურების ხარისხს და რაოდენობას“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ.