რუსეთმა დონეცკი დაბომბა-დაღუპულია ორი და დაშავებულია თორმეტი ადამიანი

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსი დაბომბეს. დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვადიმ ფილაშკინის ინფორმაციით, დაღუპულია ორი და დაშავებულია თორმეტი ადამიანი.

მისივე ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქის ცენტრზე მართვადი ავიაბომბებით მიიტანეს იერიში.

დაზიანებულია ორი მრავალსართულიანი შენობა, მაღაზიები და ავტომობილები.

მსგავსი თემები