“სტალინი ცუდი კაცი იყო, არ გვიყვარს”- მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველ ჩემპიონს მერაბ დვალიშვილს Fight Back-ის პოდკასტში სტალინის შესახებ კითხვა დაუსვეს. როგორც დვალიშვილმა აღნიშნა, სტალინი ცუდი კაცი იყო.

“სტალინი ცუდი კაცი იყო, არ გვიყვარს. ის ქართველი არ მგონია, დაიბადა საქართველოში და ძალიან პატარა იყო, როცა წავიდა. მან გაანადგურა საქართველო, ხალხს კლავდა, ის საშინელი ადამიანი იყო. ვერ ვიტანთ, რადგან დიქტატორი იყო” – თქვა UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა Fight Back-ის პოდკასტში სტალინზე დასმული შეკითხვის პასუხად.

 

მსგავსი თემები