“ისრაელი განაგრძობს „ჰეზბოლაზე“ დარტყმას”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი განაგრძობს „ჰეზბოლაზე“ დარტყმას.  ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ბაზაზე განაცხადა.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ომი მიმართულია არა ლიბანელი ხალხის, არამედ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.

„ნასრალას უფსკრულის პირთან მიჰყავხართ. გუშინ გითხარით, რომ სახლები დააცარიელეთ, სადაც მან რაკეტა ჩადო მისაღებში და ავტოფარეხში. ვისაც რაკეტა აქვს მისაღებში და თავის ავტოფარეხში, სახლი არ ექნება. გათავისუფლდით ნასრალას ხელიდან, თქვენ სასიკეთოდ“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

მსგავსი თემები